მისია

სასწავლო უნივერსიტეტი ”ინტერფარმი+” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებითა და უმაღლესი განათლების სფეროში დანერგილ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით სათანადო კომპენტენციის, კონკურენტუნარიანი, თანამედროვე ცოდნითა და უნარჩვევებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად გათავისებული ექნებათ სამოქალაქო საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დემოკრატიული და ჰუმანისტური ღირებულებები და ფასეულობანი. სწავლების სისტემა განაპირობებს არამარტო პროფესიონალი კადრების მომზადებას, არამედ მეცნიერული კვლევის წინა პირობების შექმნას. ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპის მოთხოვნათა შესაბამისად უნივერსიტეტი, აკადემიურ განათლებასთან ერთად, პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

დებულება:

 

http://Interpharm.edu.ge/uploads/files/6680debuleba.doc

sistemaსისტემაში შესვლა
bmulebiსასარგებლო ბმულები
artmedia